უმდიდრესი ქალაქების ტოპ 10-ეული საცხოვრისის დაგეგმარების კომპანია Henley & Partners-მა და ანალიტიკურმა კომპანია New World Wealth-მა შეადგინეს.
- ნიუ-იორკი (აშშ) – 340 ათასი მილიონერი
- ტოკიო (იაპონია) – 290,3 ათასი მილიონერი. 10 წლის წინ სიის სათავეში იყო
- სან-ფრანცისკო (აშშ) – 285 ათასი მილიონერი
- ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) – 258 ათასი მილიონერი
- სინგაპური – 240,1 ათასი მილიონერი
- ლოს ანჯელესი (აშშ) – 205,4 ათასი მილიონერი
- ჰონგ კონგი (ჩინეთი) – 129,5 ათასი მილიონერი
- პეკინი (ჩინეთი) – 128,2 ათასი მილიონერი
- შანხაი (ჩინეთი) – 127,2 ათასი მილიონერი
- სიდნეი (ავსტრალია) – 126,9 ათასი მილიონერი
სიდნეი, სადაც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული გარეუბნები მდებარეობს, ბოლო 20 წლის განმავლობაში მდიდარი ადამიანების გამოკვეთილად ძლიერი ნაკადით გამოირჩევა. 2040 წლისთვის მსოფლიოს უმდიდრეს ქალაქთა ხუთეულში მის მოხვედრას პროგნოზირებენ.
პეკინი და შანხაი ათეულში მხოლოდ ბოლო ათწლეულში მოხვდნენ, ხოლო ჰონგ კონგი, პირიქით, 2012 წლის მეოთხე პოზიციიდან მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.