2030 წლისთვის ავტომობილების გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილების წილი 50% გადააჭარბებს-ინფორმაციას ამის შესახებ McKinsey & Co-ისა და ახალ ანალიტიკურ ცენტრ China EV100-ის კვლევაშია აღნიშნული, რომლის სახელწოდებაც არის, „რბოლა 2030 წლისკენ: ელექტრომობილების გლობალური ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები.“
ანგარიშის თანახმად, გასული ათწლეულის განმავლობაში გლობალურ NEV-ინდუსტრიაში უპრეცედენტო ცვლილებები მოხდა, რომელიც, განსაკუთრებით, ბაზრის ლანდშაფტს, მომხმარებელთა პრეფერენციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მიწოდების ჯაჭვის სისტემებს მოიცავს. იმის მიუხედავად, რომ ახალ ენერგიაზე მომუშავე მანქანების გლობალური შეღწევა სწრაფად იზრდება, NEV-ის განვითარებაში რეგიონული განსხვავებები სულ უფრო აშკარა ხდება.
ჩინეთში ამ მხრივ 70%-იან მაჩვენებელს მოელიან, ხოლო ადგილობრივი ავტომწარმოებლები, სავარაუდოდ, მსოფლიოს უმსხვილესი გამყიდველების ათეულში შევლენ
NEV-ის შეღწევადობის მაჩვენებელი 2030 წლისთვის, თითქმის, 50%-ს მიაღწევს, მაშინ, როცა 2023 წელს, დაახლოებით, 20%-ს შეადგენდა. გასულ წელს ახალ ენერგიაზე მომუშავე, დაახლოებით, 13 მილიონი ავტომობილი გაიყიდა.