საქსტატის ცნობით, რეგიონულ ჭრილში ქორწინების რაოდენობა ყველაზე მაღალი თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში იყო: თბილისი – 3 057; იმერეთი – 1 614; ქვემო ქართლი – 1 304.
განქორწინების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 2 332, შემდეგ მოდიან იმერეთი 1 182 განქორწინებით, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 754, ქვემო ქართლი – 651, აჭარის არ – 541.
2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).