2024 წლიდან ყველა საჯარო მოხელეს 10%-ით გაეზრდება ანაზღაურება,რასაც გულისხმობს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.
ინფომრაციისთვის 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.
ოფიციალური მონაცემებით, ხელფასის მატება შეეხება მთლიანად დასაქმებულთა 24%-ს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, სულ დასაქმებული იყო 1 283 700 ადამიანი, აქედან სახელმწიფო სექტორში მუშაობდა – 308 ათასი, ხოლო არასახელმწიფოში – 975 700 კაცი.