2024 წელს მსოფლიოში ყველაზე მომგებიან ვალუტად მექსიკური პესო დასახელდა. როგორც Bloomberg-ი წერს, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსების რეიტინგში ის პირველ ადგილზეა.
პესომ, რომელიც 2023 წელს დოლართან მიმართებაში თითქმის 15%-ით გაიზარდა, წელს კიდევ 1,8%-ით გააუმჯობესა პოზიცია ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში და ამჟამად 1 დოლარი 16,69 პესო ღირს.