მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის ლოკოკინა შემოვიდა ქვეყანაში.
საქართველოში ლოკოკინას იმპორტი ძირითადად უკრაინიდან ხორციელდება. მაგალითად, წელს 46 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა საქართველომ უკრაინისგან.
- იტალია – 19.38 ათასი დოლარის;
- გერმანია – 590 დოლარის;
- საფრანგეთი – 380 დოლარის;
- უნგრეთი – 70 დოლარის.
ლოკოკინების ადგილობრივი ექსპორტი 250%-ით გაიზარდა. შარშან 6-თვეში საქართველოში მოშენებული ლოკოკინების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 190.5 ათასი დოლარი შეადგინა, წელს იმავე პერიოდში კი 668.2 ათასი დოლარი.
საქსტატის მონაცემები მიხედვით, ქართული ლოკოკინების ექსპორტის უდიდესი ნაწილი, 562.9 ათასი დოლარის, წელს საფრანგეთში განხორციელდა. ამასთანავე, 90 ათასი დოლარის ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა თურქეთში, 15.3 ათასი დოლარის კი იტალიაში.