დღის სიახლეებისიახლეები

2024 წელს თხილის წარმოების სუბსიდირებისთვის ₾20 მლნ გამოიყოფა

0
გაზიარება

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾20 მილიონი გამოიყოფა – ამის შესახებ დღეს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი კაპანაძემ ისაუბრა.

“თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის წელს, სუბსიდირების სახით, 20 მილიონი ლარია დაგეგმილი. მოსავლიანობა გვაჩვენებს, რა შედეგს გამოიღებს პროგრამა, თუმცა დაფინანსება საკმაოდ დიდია და იმედი გვაქვს, რომ ეს გაზრდის მოსავლიანობასაც, რაც ექსპორტის მაჩვენებელზეც აისახება.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას ორი წელია ვახორციელებთ და ის საკმაოდ ეხმარება მეწარმეებს. წელს, შარშანდელთან შედარებით, პროგრამა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, ბენეფიციარებთან კონსულტაციით მნიშვნელოვნად დაიხვეწა პროგრამის ელემენტები.

ზოგადად, მსგავსი პროგრამები თხილისა და კაკლის ექსპორტის მიმართულებით საკმაო მხარდაჭერას გულისხმობს, თუმცა ალბათ ყველას გვესმის, რომ თხილის საექსპორტო ფასი ვერ იქნება დადგენილი ჩვენ მიერ, რადგან ჩვენ არ ვართ მსოფლიო ბაზრის მთავარი მომწოდებელი, ექსპორტის მაჩვენებელზე კი საექსპორტო ფასს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

გასულ წელს საექსპორტო ფასი შედარებით დაბალი იყო, წელსაც იგივე ტენდენციაა, თუ მოხდება ბაზარზე ფასის ცვლილება, ეს ჩვენზეც აისახება, თუმცა, სამწუხაროდ, თავად არ გვაქვს მოსავლის ის რაოდენობა, რომ მსოფლიოს ბაზარზე გარკვეულ წესებს ვადგენდეთ”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის, სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, რაშიც ჯამურად 20.9 მლნ ლარი დაიხარჯა, 3 ჰექტარამდე ფართობების თხილის ბაღის მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს. მიუხედავად ამისა, გასულ წელს თხილის ექსპორტი შემცირდა – 2023 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოდან $52.3 მილიონი დოლარის ღირებულების 11.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით $7.6 მილიონით, ანუ 13%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!