2024 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,757 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22,493 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი 320,357 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8,436 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22,281 მლრდ ლარი იყო.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები:
- აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2,239 მლრდ დოლარი
- ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1,124 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,506 მლრდ დოლარი
- მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 579,9 მლნ დოლარი
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 229 მლნ დოლარი