TBC Capital-ი FMCG სექტორის-სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც ბაზრის წამყვანი მოთამაშეების პოზიციების შესახებაც მოიცავს ინფორმაციას.
TBC Capital-ის შეფასებით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბაზრის მთავარი მოთამაშე ნიკორაა, რომლის წილიც ორგანიზებული ბაზრის სეგმენტზე 18.9%-ს შეადგენს, მეორე პოზიცია უჭირავს ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია კარფურს 13.6%-ით.
TBC Capital-ის მიმოხილვის მიხედვით, თბილისის ბაზარზე ორგანიზებული ქსელების გაყიდვები მთლიანად სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორის 57%-ს შეადგენს, შესაბამისად სუპერმარკეტების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დედაქალაქშია. დასავლეთ საქართველოში ორგანიზებული (ქსელური სექტორის) წილია 39%, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%.
2024 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი – TBC Capital-ის მიმოხილვით:
- ნიკორა – 18.9%;
- ორი ნაბიჯი – 18.8%;
- კარფური – 13.6%;
- სპარი – 13%;
- მაგნიტი – 9.7%;
- დეილი – 4.8%;
- აგროჰაბი – 4.4%;
- გუდვილი – 4%;
- გვირილა – 2.9%;
- უნივერსამი – 2.8%;
- ფრესკო – 2.1%;
- ექსპრეს ქსელი – 1.4%;
- ზღაპარი – 1.4%;
- მადაგონი – 1.2%;
- ევროპროდუქტი – 1.2%;
- სმარტი – 0.8%.