დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

2026 წლის 1-ელ იანვრამდე მოსახლეობას სათბობ შეშაზე წვდომა არ შეეზღუდება

0
გაზიარება

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტით, იცვლება საშეშე მერქნის მოპოვებისათვის ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემის ვადა და კანონით განისაზღვრება, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, დასაშვები იქნება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე.

პარლამენტის გადაწყვეტილებით მოსახლეობას საშეშე მერქნულ რესურსზე წვდომა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე აღარ შეეზღუდება. ამას ითვალისწინებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ის ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით გუშინდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

„ცვლილებები მიზნად ისახავს სოციალური ჭრის სისტემის გაუქმების გადავადებას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. ცვლილებების მთავარი მიზანია ჩვენს მოსახლეობას არ შეეზღუდოს წვდომა საშეშე მერქნულ რესურსზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიიღონ მათთვის საჭირო საშეშე მერქანი, რომელსაც ისინი ძირითადად სათბობი მიზნებისათვის გამოიყენებენ“, -ნინო თანდილაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!