მგზავრებისთვის ადგილის შერჩევა შემთხვევითი პრინციპით მოხდება. მათ, ვინც Economy Light-ის საბაზისო ტარიფით სარგებლობენ და ადგილის ცვლილება სურთ Lufthansa-მ “ცვლილების საფასური” დაუწესა. თუ მათ ადგილის შეცვლა ენდომებათ, დამატებითი ტარიფის გადახდა მოუწევთ.
ეს არის იგივე სისტემა, რომელსაც იყენებს Ryanair ან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, მაგრამ შედარებით მაღალი საფასურით. ტარიფი შეადგენს 25 ევროს/30 აშშ დოლარს. 21 ივნისამდე რეგისტრაციისას ადგილის შერჩევა უფასოა.