საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2 პროცენტით შემცირდა.
ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.