27 და 28 ოქტომბერს დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჯპს მომხმარებლებს გრანდიოზულ შოპინგ ფესტივალზე ეპატიჟება. მათ საშუალება ექნებათ, კოსმეტიკის 30-ზე მეტ წამყვან ბრენდზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
ფასდაკლება გელით ოპტიკის ბრენდებზეც: 50% „აფლელუ პარიზის“ სრულ ასორტიმენტზე, ხოლო სხვა მსოფლიო ბრენდების პროდუქციას მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ (რეი ბანი, გუჩი, არმანი, ტომ ფორდი, მაიკიტა, კალეოსი და სხვა).
ჯპს-ის იუბილესთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს ახალი, დიდი ფორმატის აფთიაქებში (აქსის თაუერსი-ჭავჭავაძის გამზირი 37მ, თბილისი მოლი, ჭავჭავაძის 30, აბაშიძის 41 და რუსთავი მოლი) მომხმარებლებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სერვისი და აქტივობა დახვდებათ, მათ შორის გემრიელი სასმელი და კოქტეილი, მუსიკა, ფოტოზონა და სადღესასწაულო გარემო, სადაც დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. ღონისძიებაზე დაგეგმილია ჯანსაღი ტკბილეულის დეგუსტაცია, სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის დატესტვა და სხვა საინტერესო აქტივობები.
ჯპს-ის ბრენდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 27-28 ოქტომბერს მომხმარებლებს ასევე ელით:
ფასდაკლება და სასაჩუქრე აქციები ბავშვთა კვებაზე, მოვლაზე, აქსესუარებსა და საფენებზე;
საჩუქრები ლოიალურ მომხმარებლებს 100 ლარის და მეტ შენაძენზე;
გათამაშებები ჯპს-ის „ფეისბუქ“ და „ტიკტოკის“ გვერდებზე. ასევე სხვადასხვა „ფეისბუქ“ ჯგუფებში.
აქციები ჯპს-ის სერვისებზე: ოფთალმოლოგის სერვისი – ჭავჭავაძის 30 – 12:00 დან 18:00 საათამდე.; დერმატოლოგის სერვისი – აბაშიძის 41 – 12:00 დან 18:00 საათამდე.; ვიზაჟისტის მომსახურება – თბილისი მოლი – 15:00 დან 20:00 საათამდე.
უკვე 27 წელია, ჯპს არის აფთიაქი და მეტი. დაარსების დღიდან ბრენდი მუდმივად ცდილობს სააფთიაქო ჩარჩოებიდან გამოსვლას და მომხმარებლისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტების ან სერვისების შეთავაზებას.
განვლილი წლების განმავლობაში მან მკაფიოდ დაამტკიცა, რომ ნამდვილად არის აფთიაქზე მეტი. ქართულ ბაზარზე წლებია, სიახლეებს სწორედ ჯპს აცნობს მომხმარებლებს, აღნიშნული სტანდარტი კი უკვე შემდეგ სხვა ქსელებშიც ხდება ხელმისაწვდომი.