დიზაინისაინტერესო სიახლეებისიახლეები

3 მილიონ დოლარიანი ვილა იუტაში, რომელსაც “აპოკალიფსის ბუნკერი“ შეარქვეს

0
გაზიარება

ოსტინ რიჩარდ პოსტი, რომელიც ცნობილია თავისი სასცენო სახელით – პოსტ მელონი, წარმატებამდე უამრავ სხვადახვა ამპლუაში სცადა ბედი. 14 წლის ასაკში მან მის სასცენო სახელად Post Malone შეარჩია და დაიწყო მიქსტეიპების შექმნა. მოგვიანებით კი, მუსიკის შესაქმნელად და ჩასაწერად, ლოს-ანჯელესში გადავიდა თავისი მუსიკის, შოუების და ლაივ შეთავაზებებით რეპერმა 45 მილიონ დოლარზე მეტი წმინდა ქონება დააგროვა.

მალონმა 2022 წლის იანვარში იუტაში საოცარი ვილა შეიძინა. მედია მას “აპოკალიფსის ბუნკერს“ უწოდებს. ბევერლი ჰილზის ნაქირავები სახლიდან გასვლის შემდეგ, ის ახლა მისი მუდმივი რეზიდენცია გახდა.

სოლტ ლეიკ სიტის დედაქალაქში მდებარე რეზიდენცია, კოტონვუდის კანიონის შესასვლელთან მდებარეობს. TMZ-ის ცნობით, სახლი 6,75 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და კანიონის, მთებისა და ქალაქის განსაცვიფრებელ ხედებს ფლობს. თავად სასახლე 12,702 კვადრატული ფუტია.

ადგილს აქვს შიდა და გარე საცხოვრებელი. სახლის ნაწილი ბუნებასთან არის შერწყმული. დეკორში გამოყენებულია სხვადასხვა ბუნებრივი ელემენტები.

მთავარ შესასვლელში დიდი, მოხრილი მინის კარი პირდაპირ ფოიესკენ იღება, რომელსაც ცენტრში კლდის სტრუქტურა აქვს. მისაღები ოთახი ასევე აღჭურვილია დიდი თავისუფალი კლდის კედლით,

ჩაშენებული ბუხრით და როიალით.სახლი პირველად 1986 წელს აშენდა, მაგრამ დღემდე უამრავი ცვლილება განიცადა.

სახლს აქვს ხუთი საძინებელი და ექვსი სველი წერტილი. თითოეულ ოთახს აქვს იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები, რომლებიც გთავაზობთ ულამაზეს ხედებს და მწვანე მცენარეებს ყველა კუთხეში.

ბარი განთავსებულია მისაღებში, სამზარეულო კი ყველა შეფ-მზარეულის ოცნებაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. მას მივყავართ არაფორმალურ სასადილომდე, 10 ადგილიანი სასადილო მაგიდით.მთავარ საძინებელს აქვს მინის კედლები. სააბაზანოში კი არის მარმარილოს კედლები, აბაზანა და მინის შხაპი.

მალონის საკუთრებას აქვს ღვინის მარანი, ფიტნეს დარბაზი და სამუშაო ადგილი. 6,75 ჰექტარ ფართზე აგებული

ცალკე ლუქსი სტუმრებისთვის, კერძო ოფისი და საკონფერენციო დარბაზი. პოსტ მელონმა ასევე აღნიშნა, რომ მალე საკუთარ ქონებაზე ხმის ჩამწერი სტუდიის აშენებას გეგმავს.  სახლი თვალწარმტაცია ღია ცის ქვეშ. მას აქვს გარე სამზარეულო სასადილო ფართობი, ზაფხულის გარეთ გატარებისთვის. კალათბურთის მოედანი. უკანა ეზოში ასევე არის უზარმაზარი აუზი და ცხელი აბაზანა ჰამაკებითა და ლაუნჯებით.

2017 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში პოსტ მელონმა აღნიშნა, რომ სურდა სახლისთვის აპოკალიფსისგან თავის დამცველი ბუნკერი დაემატებინა. NY Post-ის ინფორმაციით, მომღერლის განცხადებით მალე ვილას დაემატებოდა მიწისქვეშა საცხოვრებელი ადგილები, სადაც 30 ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი.                   

თავად ბუნკერის ფოტოები მედი  აში არ ვრცელდება, თუმცა არსებული ინფორმაციით, მიწისქვეშა თავდაცვითი ზონები უკვე დიდი ხანია აშენდა და იგი მომზადებულია ყველანაირი უბედურებისთვის. ბუნკერში არსებობს ულტრათანამედროვე აღჭურვილობა და მარაგი, რომელიც 30 ადამიანის საცხოვრებელ პირობებსა და გამოკვების საშუალებას რამდენიმე წლის განმავლობაში იძლევა.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!