2023 წლის მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.5%-ით არის გაზრდილი. ინფორმაცია ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.
„2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.3%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91.7%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მაისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.8%-ს შეადგენდა,“ – აღნიშნულია კვლევაში.