2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 (გაიზარდა 8.3 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი (გაიზარდა 9.1 პროცენტით);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900.0 ლარი (გაიზარდა 15.9 პროცენტით).