- ბრილიანტის გვირგვინი, Koh-I-Noor – 485 მილიონი დოლარი1849 წელს სიქჰების იმპერიის უკანასკნელმა მაჰარაჯამ- დულიპ სინგმა, დიდი ბრიტანეთის სამეფო დედოფალს, დედოფალ ვიქტორიას 86-კარატიანი Koh-i-Noor ბრილიანტი აჩუქა.
იმ დროს, დედოფალმა თავის მეუღლეს სთხოვა, ბრილიანტი აქსესუარისთვის გამოეყენებინათ და მისით სამეფო გვირგვინი შექმნეს. დღეს ამ გვირგვინის ღირებულება 485 მილიონი დოლარია.
- თინა ამბანის იახტა – 84 მილიონი დოლარიროდესაც 2002 წელს დირუბაი ამბანი გარდაიცვალა, მისი 81,3 მილიარდ დოლარად შეფასებული ბიზნესი – Reliance Industries, ხელში ჩაიგდეს მისმა ვაჟებმა მუკეშმა და ანილ ამბანმა. 2008 წელს ანილმა მის ბოლივუდელ მსახიობ მეუღლეს, თინა ამბანს, როცა მას იახტა უყიდა. 34- მეტრიანი იახტა, რომელიც იტალიაში შეიქმნა და სახელად ტიანი ერქვა, ანილს 84 მილიონი დოლარი დაუჯდა.
3.ნიტა ამბანის თვითმფრინავი – 60 მილიონი დოლარი
ისევე როგორც ბევრი მისი მდიდარი თანამედროვე, მუკეშ ამბანი არ ერიდება მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებისთვის ფულის ხარჯვას.
დღესდღეობით ერთ-ერთი უმდიდრესი ინდოელი არასოდეს ერიდება თავისი სიმდიდრის წარმოჩენას. 2007 წელს, 44 წლის დაბადების დღისთვის საჩუქრად, მან მეუღლეს – ნიტას კერძო თვითმფრინავი Airbus-319 აჩუქა. რომლის ფასი 60 მილიონი დოლარი იყო. პირადი თვითმფრინავი ნიტა ამბანისთვის შეკვეთილი ლიმიტირებული გამოცემაა.
4. RA 1 წევრები BMW7 Luxury Cars – 30 მილიონი დოლარი
2011 წლის ინდური სუპერგმირული ფილმის გამოსვლის შემდეგ, ბოლივუდის ვრასკვლავმა შაჰ რუხ ხანმა სამ მსახიობს, 10 მილიონ დოლარად შეფასებული BMW7 აჩუქა. იღბლიანი მსახიობები აღმოჩნდნენ ბოლივუდის ვარსკვლავები – არჯუნ რამპალი, რაჯნიკანტი და ანუბჰავ სინჰამი
5.ქეითი ჰოლმსის Gulfstream Jet – 20 მილიონი დოლარი
ტომ კრუზი და ქეითი ჰოლმსი 2006 წელს დაქორწინდნენ. მაშინ ბევრი ვერ იწინასწარმეტყვებედა, რომ წყვილი ექვსი წლის შემდეგ სკანდალურად დაშორდებოდა. ცნობილია, რომ მათი ქონების დაბანდების ერთ-ერთი გზა, ძვირად ღირებულ ნივთებში დიდი ოდენობის თანხის ჩადება იყო. მრავალი საჩუქრიდან ერთ-ერთია Gulfstream-ის თვითმფრინავი, რომელიც ტომმა ქეთისთვის შეიძინა.
განქორწინების შემდეგ, გაურკვეველია, ფლობს თუ არა ქეთი ფუფუნების ნივთს.