1.კომფორტის ზონაში დარჩენა
პატარა ბიზსენებს საკმაოდ კონკურენტუნარიან ფეისბუქ ფიდში უწევთ მუშაობა, ამიტომ, ხშირად უსაფრთხო გზას ირჩევენ. ისინი ერთი კონკრეტული კონტენტის ტიპს ირჩევენ და მუდამ ამ გზას მიყვებიან, კონტენტის დარჩენილ სტრატეგიას კი ყურადღების მიღმა ტოვებენ.
თქვენ ვერასდროს შეძლებთ აუდიტორიის ყურადღების მიქცევას, თუ მუდმივ ექსპერიმენტებს არ ჩაატარებთ და არ აღმოაჩენთ, როგორი კონტენტი მოსწონთ მათ. წარმატებული კონტენტ სტრატეგია უნდა შეიცავდეს ინფოგრაფიკებს, ფოტოებს, ვიდეოებსა და სხვა ვიზუალებს.
ზოგიერთი კონტენტი ვირუსულად შეიძლება გავრცელდეს და მიმდევრების უამრავი რაოდენობა შეგმატოთ, ზოგიერთი შესაძლოა ნაკლებად წარმატებული იყოს, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ მუდმივ ჩართულობასა და აქტიურობას
2.არათანმიმდევრული ბრენდის ხმის გამოყენება ან ბრენდის არათანმიმდევრული ღირებულებების ჩვენება
ბევრი მცირე ბიზნესი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მათი ფეისბუქ გვერდი ბრენდის ხედვასთან და მიზნებთან მიმართებით რელევანტურად უნდა გამოიყურებოდეს. ფეისბუქ გვერდი მათი კომპანიის ნაწილია და შესაბამისად, ის უნდა იყოს იმავე ღირებულებებისა და პერსონალურობის მატარებელი, როგორიც თავად ბრენდია.
მნიშვნელოვანია, მომხმარებლებთან ინტერაქციის დროს თქვენი ბრენდის იდენტურობა შეინარჩუნოთ. მიეცით საშუალება ადამიანებს, რომ თქვენი ბიზნესი სერიოზულად აღიქვან, თუმცა არ დაგავიწყდეთ, იყოთ უშუალოები და ადამიანურები.
- ფეისბუქ რეკლამების უგულებელყოფა
როდესაც საქმე პრომოციისთვის ბიუჯეტის გამოყოფას ეხება, ბევრი მცირე ბიზნესი თავს იკავებს. უმეტესობა ფეისბუქ გვერდს იყენებს იმისთვის, რომ უფასოდ მიიღოს ფეისბუქისგან მაქსიმალური სარგებელი. გამომდინარე აქედან, მათი reach ლიმიტიებულია და პოსტებს მხოლოდ ის ადამიანები ნახულობენ, ვინც მანამდე თავად მოძებნა მათი ბრენდი ფეისბუქზე. არ გირჩევდით, ასეთი სახის ლიმიტი დაგეწესებინათ საკუთარი თავისთვის. ბრენდის ცნობადობის გაზრდა მარტივია, როდესაც სწორ სტრატეგიას შეიმუშავებთ და მიყვებით მას.
- ტესტირებაზე ფულის დახარჯვის შიში
როდესაც ვსაუბრობთ Facebook Ads-ზე, ფასიანი პლატფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტესტირებები. ფეისბუქის რეკლამების შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ექსპერიმენტების ჩატარებაა, თუმცა მცირე ბიზნესები ამისთვის ბიუჯეტს იშვიათად გამოყოფენ ხოლმე.
ეს დიდი შეცდომაა – ტესტირებები რეალურად ფულის დაზოგვაში გეხმარებათ, რადგან ისინი უზრუნველყოფენ, არ დახარჯოთ ისეთ რეკლამაში ფული, რაც თქვენთვის არ იმუშავებს. იმის მაგივრად, რომ რამდენიმე განსხვავებული ვერსია შექმნათ და ყველა მათგანის რეკლამა გაუშვათ, ტესტი პირდაპირ გეუბნებათ, თუ რომელი მათგანია საუკეთესო შედეგის მომტანი.
შექმენით რეკლამების განსხვავებული ვერსიები და დატესტეთ ყველა მათგანი. თქვენ შეგიძლიათ, ექსპერიმენტები შემდეგ კომპონენტებზე ჩაატარო
- ეკონომია გარე ინსტრუმენტებზე
პატარა ბიზნესები, როგორც წესი, კმაყოფილდებიან იმით, რასაც ფეისბუქი სთავაზობს. ეს კი კამპანიის ოპტიმიზაციის ლიმიტირებას იწვევს. არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი ფეისბუქს მიღმა, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ მართოთ თქვენი კამპანია.
- ნაკლები კომუნიკაცია მომხმარებლებთან
ადამიანებს მოსწონთ ფეისბუქ პოსტებზე ინტერაქცია, საკუთარი აზრის დაფიქსირება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და რაიმეს დადასტურება თუ უარყოფა.
მიეცით თქვენს მიმდევრებს შესაძლებლობა, რომ ინტერაქციაში შემოვიდნენ თქვენს გვერდთან, უპასუხონ თქვენს, ან ერთმანეთის შეკითხვებს, რაც იწვევს ბრენდის მიმართ ნდობის ამაღლებას.
სხვა გზა, რომ თქვენს მომხმარებლებს დაუახლოვდეთ, არის მათთან საუბრის გაბმა. ადამიანები თავს ძალიან ღირებულად ჩათვლიან თუ თქვენ მათ კომენტარებზე უპასუხებთ და შეხვალთ მათთან ინტერაქციაში.
თქვენი ფეისბუქ გვერდი ხშირად თქვენი მცირე ბიზნესის სოციალური მედია მარკეტინგის ეპიცენტრია.
ის შესანიშნავი შესაძლებლობაა როგორც ახალი აუდიტორიებისთვის ხმის მისაწვდენად, ასევე არსებულ მიმდევრებთან ურთიერთობის გასამყარებლად. იმისათვის, რომ ფეისბუქის უპირატესობები მაქსიმალურად გამოიყენოთ, ადამიანებს პირველ რიგში, თქვენი გვერდის მარტივად პოვნა უნდა შეეძლოთ.
ერთია, იცოდეთ, როგორ შექმნათ და პრომოცია გაუკეთოთ თქვენს ფეისბუქ გვერდს, მაგრამ მეორეა, მიხვდეთ, რა არ უნდა გააკეთოთ ანგარიშის მართვისას.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ 7 ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომაზე, რომლებსაც ფეისბუქ ბიზნეს გვერდის პრომოციის დროს მცირე ბიზნესები უშვებენ.
- არათანმიმდევრული ბრენდის ხმის გამოყენება ან ბრენდის არათანმიმდევრული ღირებულებების ჩვენება
ბევრი მცირე ბიზნესი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ მათი ფეისბუქ გვერდი ბრენდის ხედვასთან და მიზნებთან მიმართებით რელევანტურად უნდა გამოიყურებოდეს. ფეისბუქ გვერდი მათი კომპანიის ნაწილია და შესაბამისად, ის უნდა იყოს იმავე ღირებულებებისა და პერსონალურობის მატარებელი, როგორიც თავად ბრენდია.
მნიშვნელოვანია, მომხმარებლებთან ინტერაქციის დროს თქვენი ბრენდის იდენტურობა შეინარჩუნოთ. მიეცით საშუალება ადამიანებს, რომ თქვენი ბიზნესი სერიოზულად აღიქვან, თუმცა არ დაგავიწყდეთ, იყოთ უშუალოები და ადამიანურები.
- კომფორტის ზონაში დარჩენა
პატარა ბიზსენებს საკმაოდ კონკურენტუნარიან ფეისბუქ ფიდში უწევთ მუშაობა, ამიტომ, ხშირად უსაფრთხო გზას ირჩევენ. ისინი ერთი კონკრეტული კონტენტის ტიპს ირჩევენ და მუდამ ამ გზას მიყვებიან, კონტენტის დარჩენილ სტრატეგიას კი ყურადღების მიღმა ტოვებენ.
თქვენ ვერასდროს შეძლებთ აუდიტორიის ყურადღების მიქცევას, თუ მუდმივ ექსპერიმენტებს არ ჩაატარებთ და არ აღმოაჩენთ, როგორი კონტენტი მოსწონთ მათ. წარმატებული კონტენტ სტრატეგია უნდა შეიცავდეს ინფოგრაფიკებს, ფოტოებს, ვიდეოებსა და სხვა ვიზუალებს.
ზოგიერთი კონტენტი ვირუსულად შეიძლება გავრცელდეს და მიმდევრების უამრავი რაოდენობა შეგმატოთ, ზოგიერთი შესაძლოა ნაკლებად წარმატებული იყოს, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ მუდმივ ჩართულობასა და აქტიურობას.
- ფეისბუქ რეკლამების უგულებელყოფა
როდესაც საქმე პრომოციისთვის ბიუჯეტის გამოყოფას ეხება, ბევრი მცირე ბიზნესი თავს იკავებს. უმეტესობა ფეისბუქ გვერდს იყენებს იმისთვის, რომ უფასოდ მიიღოს ფეისბუქისგან მაქსიმალური სარგებელი. გამომდინარე აქედან, მათი reach ლიმიტიებულია და პოსტებს მხოლოდ ის ადამიანები ნახულობენ, ვინც მანამდე თავად მოძებნა მათი ბრენდი ფეისბუქზე. არ გირჩევდით, ასეთი სახის ლიმიტი დაგეწესებინათ საკუთარი თავისთვის. ბრენდის ცნობადობის გაზრდა მარტივია, როდესაც სწორ სტრატეგიას შეიმუშავებთ და მიყვებით მას.
- ტესტირებაზე ფულის დახარჯვის შიში
როდესაც ვსაუბრობთ Facebook Ads-ზე, ფასიანი პლატფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტესტირებები. ფეისბუქის რეკლამების შექმნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ექსპერიმენტების ჩატარებაა, თუმცა მცირე ბიზნესები ამისთვის ბიუჯეტს იშვიათად გამოყოფენ ხოლმე.
ეს დიდი შეცდომაა – ტესტირებები რეალურად ფულის დაზოგვაში გეხმარებათ, რადგან ისინი უზრუნველყოფენ, არ დახარჯოთ ისეთ რეკლამაში ფული, რაც თქვენთვის არ იმუშავებს. იმის მაგივრად, რომ რამდენიმე განსხვავებული ვერსია შექმნათ და ყველა მათგანის რეკლამა გაუშვათ, ტესტი პირდაპირ გეუბნებათ, თუ რომელი მათგანია საუკეთესო შედეგის მომტანი.
შექმენით რეკლამების განსხვავებული ვერსიები და დატესტეთ ყველა მათგანი. თქვენ შეგიძლიათ, ექსპერიმენტები შემდეგ კომპონენტებზე ჩაატაროთ:
- სურათი – აირჩიეთ განსხვავებული ვიზუალისა და ტექსტის მქონე სურათები და ნახეთ, რომელი მათგანი მუშაობს უკეთ. ეს ტესტირება შეიძლება შეიცავდეს განსხვავებული ფორმატის რეკლამებს, იქნება ეს ერთი სურათი თუ კარუსელი.
- აუდიტორია – პოპულარული აუდიტორიები შესაძლოა ღირდეს მეტი, მაგრამ მეტი კონვერტაციის მომტანი იყოს, მაშინ, როდესაც ნაკლებად პოპულარული აუდიტორიები უფრო იაფი ჯდება. თქვენ უნდა მიაგნოთ ბიუჯეტის ოპტიმალურ ხარჯს თქვენი ბიზნესისთვის, რაშიც სწორედ ტესტირება დაგეხმარებათ.
- რელევანტურობის ქულა – ფეისბუქ რეკლამის ეს შეფასებები დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კონვერტაციებსა და კლიკებზე. რეკლამებს, რომლებსაც მაღალი შესაბამისობის (რელევანტურობის) ქულა აქვთ, კლიკის ღირებულება უფრო დაბალი აქვთ.
- ქოფი (სათაური) – სცადეთ განსხვავებული ფრაზები, დაამატეთ call to action მესიჯები და ნახეთ რომელი ტექსტები გამოიწვევს რეზონანსს.
- ეკონომია გარე ინსტრუმენტებზე
პატარა ბიზნესები, როგორც წესი, კმაყოფილდებიან იმით, რასაც ფეისბუქი სთავაზობს. ეს კი კამპანიის ოპტიმიზაციის ლიმიტირებას იწვევს. არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი ფეისბუქს მიღმა, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ მართოთ თქვენი კამპანია.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ჩამონათვალს: Hootsuite, AdEspresso, ShortStack, Snappa.
- ნაკლები კომუნიკაცია მომხმარებლებთან
ადამიანებს მოსწონთ ფეისბუქ პოსტებზე ინტერაქცია, საკუთარი აზრის დაფიქსირება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება და რაიმეს დადასტურება თუ უარყოფა.
მიეცით თქვენს მიმდევრებს შესაძლებლობა, რომ ინტერაქციაში შემოვიდნენ თქვენს გვერდთან, უპასუხონ თქვენს, ან ერთმანეთის შეკითხვებს, რაც იწვევს ბრენდის მიმართ ნდობის ამაღლებას.
სხვა გზა, რომ თქვენს მომხმარებლებს დაუახლოვდეთ, არის მათთან საუბრის გაბმა. ადამიანები თავს ძალიან ღირებულად ჩათვლიან თუ თქვენ მათ კომენტარებზე უპასუხებთ და შეხვალთ მათთან ინტერაქციაში.
- გამოქვეყნებისას თანმიმდევრულობის ნაკლებობა
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო დახარჯეთ იმისთვის, რომ სრულყოფილი გვერდი გქონოდათ, თუ თქვენ თანმიმდევრულად არ დაპოსტავთ, ადამიანები თქვენ მიმართ ინტერესს დაკარგავენ. ამის თავიდან ასარიდებლად შეადგინეთ დაპოსტვის გრაფიკი.
გრაკიფის შედგენისას გაითვალისწინეთ დაპოსტვის სიხშირე და დრო. დაპოსტვის რეკომენდირებული რაოდენობა დამოკიდებულია ბიზნესზე, მაგრამ ძირითად შემთხვევაში მისაღებია კვირაში 3-5 პოსტი. თუ ძალიან იშვიათად დაპოსტავთ, მომხმარებლების ყურადღებას დაკარგავთ, თუ ძალიან ხშირად დაპოსტავთ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ