„საქსტატის“-ის მონაცემებით საბაზო ინფლაციიის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა.
გასული წლის იანვარში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების უმეტესობა წელს უკვე გაიაფებულ პროდუქტთა სიაშია:კომბოსტო – 217.7%-ით, ქლიავი – 55.8%, ბადრიჯანი – 36.4%, წიწიბურა – 28.4%-ით, მზესუმზირის ზეთი – 20.6%.
8 პროდუქტი,რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაიაფდა:
- კომბოსტო – 53.7%
- ქლიავი – 29.9%
- ბადრიჯანი – 15.4%
- ნიორი – 14.8%
- მზესუმზირის ზეთი – 8.6%
- კივი – 6.4%
- ყურძენი – 6.4%
- ნიგოზი – 2.9%