იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, საქართველოს დერეფანში 384 149 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა. მათ შორის, მხოლოდ სექტემბერში გზის საფასური 46 007-მა სატვირთომ გადაიხადა. მათ მიერ ბიუჯეტში 16.1 მლნ ლარის შეტანა მოხდა.
წლიურად მხოლოდ სექტემბერში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი 2.83 მლნ ლარით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს, იმას რომ ქვეყნის დერეფანით 6 800-ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა.
გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:
- იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
- თებერვალი – 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
- მარტი – 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
- აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
- მაისი – 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
- ივნისი – 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
- ივლისი – 15 202 578 ლარი / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი
- აგვისტო – 16 433 413 ლარი / 46 952 სატრანზიტო ტრაილერი
- სექტემბერი – 16 102 752 ლარი / 46 007 სატრანზიტო ტრაილერი
საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.