დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეები

წლიური ინფლაციის დონემ სექტემბერში 11.5% შეადგინა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა.

საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა, ასევე 7.5 პროცენტით განისაზღვრა თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა  ფასების ცვლილებამ იქონია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი).ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი);

განათლება: ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (11.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.6 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პურიდა პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური დაწყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი(21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვატკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტითაისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებებისექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანიმატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!