ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2023 წელს მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას 18.930 მილიონი ლარით ზრდის. პროექტი პარლამენტს ხვალ წარედგინება.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, თუ წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი 82.180 მილიონი ლარით ფინანსდებოდა, მომავალ წელს ეს თანხა 101.110 მილიონ ლარამდე იზრდება.