გავლენიანი ტელეკომპანია „Euronews“ ბათუმს, როგორც ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებას ვრცელ სიუჟეტს. სიუჟეტში მთავარი ყურადღება აჭარაში ტურიზმის, ბიზნესისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ბათუმის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას ეთმობა.
„აქ სიძველე და თანამედროვეობა სრულყოფილ ჰარმონიაშია შერწყმული. ძველი ქალაქის ქუჩები და მოედნები, სადაც შეგიძლიათ ისტორია სრულად შეიგრძნოთ, კონტრასტშია ზღვის სანაპიროზე მდებარე უზარმაზარ, მდიდრულ ცათამბჯენებთან. სხვა მიზეზებთან ერთად, შავი ზღვის მარგალიტი ასევე არის ქვეყნის ნომერ პირველი ბიზნეს ლოკაცია, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, სერვისებისა და ინფრასტრუქტურის წყალობით.“ აგრძელებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი, რომელმაც გარდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა რეგიონი ახალი ტურისტული პროდუქტით კანიონინგით ისარგებლა.
„აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და იუნესკოს სტატუსის მქონე ეროვნული პარკებით, შესანიშნავად ასახავს თავის თავს. ბათუმიდან სულ რაღაც 30 წუთში მანქანით ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ თვალწარმტაც გარემოში შეგიძლია აღმოჩნდეთ. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან სრულიად ახალი აქტივობა კანიონინგი გამოსცადოთ, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. კაპნისთავის კანიონი თავისი შვიდი ჩანჩქერით ბოლო თვეების განმავლობაში აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რათა დამთვალიერებლებს საშუალება მიეცეთ ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გარე აქტივობით დატკბნენ“.
„ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი არის ქალაქი, რომელმაც ბოლო წლებში წარმოუდგენელი მეტამორფოზა განიცადა, ყველაფერი გააკეთა ტურიზმის განვითარებისთვის და ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად იქცა,“ ასე იწყებს ბათუმზე საუბარს ჟურნალისტი.
სიუჟეტი მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელმა იხილა. ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სექტემბერსი სტუმრობდნენ.