საქართველოში არსებული ავტოსკოლები რეგულაციებს დაექვემდებარებიან, – ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა. რეგულაციები უფრო წარმატებულს გახდის საქართველოში არსებული ავტო სკოლების მუშაობას და სწავლების ხარისხს აამაღლებს
„ავტოსკოლას მნიშვნელოვანი როლი აქვს კანდიდატების მომზადებაში. მომზადებული კანდიდატი ნიშნავს, რომ მან სწავლა კვალიფიციურ მასწავლებელთან გაიარა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ძლიერი ავტოსკოლები იყოს. გვაქვს ამ თემაზე ნაფიქრი, არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული ამ კუთხით, მიმდინარეობს განხილვები. ავტოსკოლები რომ მოექცევიან გარკვეულ რეგულაციებში და მათ მიმართ იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უფრო წარმატებულს გახდის მათ მუშაობას, სწავლების ხარისხს აამაღლებს, ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკასარაშვილმა.