სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება. მათივე თქმით, წამლების შეძენა შემდეგ სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი: „ფარმადეპო“, „ავერსი“, „PSP”, “იმპექსი“, „GPC”, „ფარმსახლი“ და „დოიჩე აფთიაქი”.
ასევე სააგენტომ განაცხადა, რომ თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი უკვე მიწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და ეტაპობრივად განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.