სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, აზიურ ფაროსანასგან ციტრუსის მოსავლის დასაცავად, აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოს 31 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული და ტერიტორიები თერმური ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება.
ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ალამბარი, მუხაესტატე, გვარა, ხალა, ციხისძირი, ქობულეთი, ხუცუბანი – უკვე დამუშავებულია 2000 ჰექტრამდე ფართობი. წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, მეფუტკრე ფერმერების ჩართულობით, ღამის საათებში მიმდინარეობს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მართვის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საკუთარი მოსავალი, ჩაერთოს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგუროს მავნებელი”, – წერია სეს-ის განცხადებაში.