დღევანდელი მონაცემებით საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით: მენტორი 299; წამყვანი – 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი – 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს); მაძიებელი – 565
.უსტატუსოა მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაა ჩართული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული.