საბანკო ასოციაციის და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია კიბერრეალობა 2022 გაიმართა.
კიბერრეალობა 2022 კიბერუსაფრთხებისადმი მიძღვნილი პირველი კონფერენციაა, რომელიც საქართველოს საბანკო ასოციაციის და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კონფერენციას კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციასთან ერთად ვატარებთ. გვინდა, რომ დიალოგს ფართო მასშტაბი მიეცეს, კონფერენციას მომავალში რაც შეიძლება მეტი თანაორგანიზატორი შემოუერთდეს. დღეს მიზნად დავისახეთ კერძო თუ სახელმწიფო სექტორის ყველა ის წარმომადგენელი შევკრიბოთ, ვინც კიბერუსაფრთხოების ურუნველყოფაშია ჩართული – კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტები, მარეგულირებლები, ინტეგრატორები“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.