საზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

ილონ მასკი Twitter-ის შესაძენად თავისი თავდაპირველი შეთავაზებით, 44 მლრდ დოლარის გადახდის წინადადებით გამოდის

0
გაზიარება

სასამართლო პროცესი, რომელმაც Twitter-ს ზიანი მიაყენა, მასკს კი არასტაბილური ქცევისთვის რეპუტაცია შეურყია, შეთანხმების შემთხვევაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმას უხელმძღვანელებს.

შეთანხმების შემთხვევაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმას უხელმძღვანელებს, სასამართლო პროცესი, რომელმაც Twitter-ს ზიანი მიაყენა, მასკს კი არასტაბილური ქცევისთვის რეპუტაცია შეურყია, დასრულდება. ელექტრომანქანების მწარმოებელ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ჩაიბარებს კომპანიას, რომლის ყიდვაც თავდაპირველად აპრილში დააანონსა, თუმცა მალევე გადაიფიქრა. ამჯერად მასკმა Twitter -ზე დაწერა, რომ მედიაპლატფორმის შესყიდვა დააჩქარებს მის ამბიციას, შექმნას „ყველაფერის აპლიკაცია“ სახელწოდებით, „X.“

განახლებული შეთავაზება წინ უსწრებს მასკსა და Twitter-ს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებას დელავერის სასამართლოში, რომელიც 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. სოციალური მედია მოითხოვდა, რომ სასამართლოს აეძულებინა მასკი, 44 მლრდ დოლარის გარიგება დაეხურა. მილიარდერმა Twitter-ს წერილი ორშაბათს გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გარიგებას თავდაპირველი პირობებით გააგრძელებდა, თუ დელავერის მოსამართლე პროცესს შეწყვეტდა. Twitter-ის გუნდთან ნაცნობმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გუშინ დილით გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ორივე მხარეს სთხოვა, თავიანთი პოზიცია საღამოსთვის მოეხსენებია.

Twitter-მა, რომელიც გარიგების დახურვას თავდაპირველ ფასად აპირებდა, მასკის წერილი მიიღო, მაგრამ Reuters-თან არ დაუკონკრეტებია, თანხმდება თუ არა მილიარდერის შეთავაზებას. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, Twitter-მა უკვე მიიღო აქციონერთა მხარდაჭერა მასკისთვის კომპანიის მიყიდვაზე და გარიგება შესაძლოა, უახლოეს კვირებში სწრაფად დაიხუროს, თუ მხარეები თავდაპირველ პირობებზე შეთანხმდებიან.

 

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!