BBC-ის ინფორმაციით, ფილიპინებზე, ლატარიის Grand Lotto ჯეკპოტი 433-მა ადამიანმა ერთდროულად მოიგო, რაზეც შესაძლებელია გამოძიება დაიწყოს.
ცნობილია, რომ გათამაშების მთავარი პრიზი 4 მილიონ დოლარს, ანუ 236 მილიონ პესოს შეადგენდა.
ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ სიტუაციაში თაღლითობა შეუძლებელია და აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში ასობით ლატარია ტარდება, ეს ყოველივე კი გასაკვირი არ არის.