წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

Salon N58

0
გაზიარება

„სალონი 58“  9 წელია, რაც ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებლებს სხვადასხვა თავის მოვლის მომსახურებებს სთავაზობს. მულტიფუნქციური ცენტრი თმის, ფრჩხილების, კანისა და სხეულის მოვლას უახლესი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ახორციელებს.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივ განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზეა ორიენტირებული, რაც მომსახურების მაღალ ხარისხსა და საუკეთესო შედეგებს განაპირობებს.

პროდუქცია, რომლითაც სალონი ემსახურება მომხმარებელს, მსოფლიო ბაზარზე არსებულ პროდუქტებს შორის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

სალონის გუნდის წევრებს შორის კი არიან საერთაშორისო ბრენდების ამბასადორები (ელჩები), რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი მათ ყველაზე დიდ ნდობას უცხადებს.

კომფორტზე ორიენტირებული, მომხმარებლის ინტერესებზე გათვლილი სალონი 58, უკვე წლებია ინარჩუნებს ხარისხს და ქმნის გარემოს, სადაც დაბრუნება ისევ მოგინდება.

თმის პროცედურები ქალებისა და მამაკაცებისათვის, თმის სპა, ფრჩხილების მოვლა-მოწესრიგება, დაგრძელება, ფრჩხილების დიზაინი, კანის მოვლა, ინექციური კოსმეტოლოგია, RF ლიფტინგი, სახის საკორექციო მასაჟი, სხეულის ანტიცელულიტური მასაჟი, სარელაქსაციო და ვაკუუმ თერაპია.

შუგარინგი, ელექტრო თუ ცვილით ეპილაცია, წარბისა და წამწამების მოვლა-კორექცია, ლამინირება, დაგრძელება და დაფერვა. პერმანენტული მაკიაჟი და წარბის მიკრობლეიდინგი – ეს იმ მომსახურებათა მოკლე ჩამონათვალია რასაც „სალონი 58“ გთავაზობთ.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სოლარიუმები, რომლებიც მხოლოდ „სალონი 58“  გხვდებათ. Matrix-ის აპარატურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მეტიც, სასარგებლო სოლარიუმებადაა მიჩნეული.

სწორედ აქ, სალონ 58-ში სრულიად უსაფრთხოდ შეგიძლიათ რუჯის მიღება აპარატურით, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.

Matrix აპარატურა გამორჩეულია იმით რომ:

არ იწვევს კანის დამწვრობას და სიწითლეს;

რუჯი ხანგრძლივი და მდგრადია;

პროცედურიდან 48 საათის განმავლობაში კანის შეფერილობა მუქდება;

სასარგებლოა კანისა და ძვალ-სახსროვანი დაავადებებისთვის და რაც მთავარია სრულიად უსაფრთხო და კომფორტული ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

სალონ 58-ის მომსახურეობებს შორის განსაკუთრებული და ხაზგასასმელია სხეულის საკორექციო მიმართულება. საუკეთესო სპეციალისტებისა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის დახმარებით შეუდარებელ და გრძელვადიან შედეგებს იღებენ და რაც მთავარია, მხოლოდ იმ მეთოდების გამოყენებით, რაც დროში გამოცდილი და უსაფრთხოა პაციენტისთვის.

„სალონი 58“  თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარედ, ირაკლი აბაშიძის 86-ში მდებარეობს, კომფორტული ავტოსადგომი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ლოკაციას და კომფორტს უქმნის მომხმარებელს.

 

მისამართი : თბილისი, აბაშიძის ქუჩა N86

 

მსგავსი სიახლეები

HSE GEORGIA

HSE GEORGIA -  საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა პროფილის კომპანიებისთვის ნერგავს შრომის უსაფრთხოების ეფექტურ სისტემას და გთავაზობთ ყველა შესაძლო სერვისი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს სჭირდება უსაფრთხო…

Royal Events

Royal Events - ივენთების ორგანიზება 2014 წელს ბავშვობის ოცნების ახდენის სურვილისა და საფრანგეთში, ვერსალის სასახლის ეზო ინსპირაციით ეთო ჯავახიშვილის მიერ შეიქმნა ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური, ივენთების დეკორატიული…

KONICA MINOLTA

კონიკა მინოლტა: ინოვაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების მომავლისთვის კომპანია Konica Minolta უკვე 150 წლისაა. ტექნოლოგიებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, Konica Minolta დამკვიდრდა, როგორც გლობალური…

სკოლა ეისი

კერძო სკოლა „ეისი“ - გვჯეროდეს წარმატების! 2015 წელს ქ. გორში კერძო სკოლა „ეისი“ შეიქმნა, რომელიც თავდაპირველად 28 მოსწავლისა და 36 მასწავლებლისგან შედგებოდა. თითოეული მოსწავლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების…

ANDRE AUDIT GROUP

,,ანდრე აუდიტი“ 2014 წლიდან საქმიანობს და ის ერთ-ერთი წარმატებული აუდიტორული კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მმართველი პარტნიორია ბატონი ზაზა მჭედლიშვილი, რომელიც ასევე თანამშრომლობს კომპანიასთან როგორც ექსპერტი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!