სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში საარსებო მინიმუმმა 247.3 ლარით მოიმატა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 50 თეთრით მეტია.
საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 11.5% შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 31 ლარით არის გაზრდილი.