საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია ინიცირებული და დღეს, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ:
„ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც მუქი ფერის, შეფერილი გამონაბოლქვი აქვს, შესაძლოა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დაჯარიმდნენ“, – ნათქვამია კანონპროექტში.
შემოწმებას ვერ გაივლის ის ავტომობილი, რომელსაც უფიქსირდება ვიზუალურად ხილული შავი, ლურჯი ან ნაცრისფერი გამონაბოლქვი.
ასევე ხლებურად განისაზღვრება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 119-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მას ვიზუალური დათვალიერების კომპონენტი ემატება.
„პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაბოლქვში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას ან ვიზუალური დათვალიერების ტესტის შედეგად აღმოაჩნდება შეფერილი გამონაბოლქვი, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
ვიზუალური დათვალიერების ტესტი გულისხმობს ავტომობილის შემოწმებას ძრავის უქმის სვლის რეჟიმში 5 წამის განმავლობაში, ან ავტომობილის შემოწმებას ძრავის წუთში 2 500-3 000 ბრუნზე მუშაობისას.
გარდა ამისა, 119-ე მუხლს ემატება 42 ნაწილი, რომლის თანახმად, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში იზრდება ჯარიმის ოდენობაც. კერძოდ, ამ სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისთვის 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდმეწარმის შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.