მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე ძვირი ბუენოს აირესში- ამის შესახებ NUMBEO-ს მონაცემებშია ასახული. რეიტინგის მიხედვით, თბილისი მსოფლიოს 467 ქალაქს შორის 42-ე ადგილს იკავებს და საშუალო საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე 12,37%-ია. რეიტინგი შედგენილია კლებადობის მიხედვით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თბილისში იპოთეკური სესხები მსოფლიოს ბევრ ქალაქთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ძვირია მათ შორის მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით. გამონაკლისია მხოლოდ ანკარა, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილზეა, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი კი 19,78%-ს შეადგენს.
Top-10 ქალაქი, სადაც იპოთეკური სესხები ყველაზე ძვირია:
ბუენოს აირესი, არგენტინა – 44,23%
კარაკასი, ვენესუელა – 27%
აკრა, განა – 25,50%
სტამბოლი, თურქეთი – 23,64%
ისფაჰანი, ირანი – 21,34%
იზმირი, თურქეთი – 20,70%
ტაშკენტი, უზბეკეთი – 20,62%
ანტალია, თურქეთი – 20%
თეირანი, ირანი – 19,97%
ანკარა, თურქეთი – 19,78%