დღის სიახლეებიეკონომიკასიახლეებისტარტაპები

ქართული სტარტაპი FERTIMO 2023 წელს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს

0
გაზიარება

Fertimo მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპია, რომელიც ფიტნეს და ველნეს ბიზნესსექტორში არსებულ კომპანიებს ეხმარება ციფრულ ტრანსფორმაციაში.

სტარტაპის კომერციული დირექტორის, ნათია ჯულუხაძის თქმით, ისინი დაახლოებით 4 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ და თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში 20-მდე კომპანიასთან თანამშრომლობენ.

“Fertimo არის ქლაუდ ERP ტექნოლოგია ფიტნესის/ველნესის ბიზნესოპერაციების სამართავად. ჩვენი გადაწტყეტის მეშვეობით ბიზნესებს ვეხმარებით წლიური მოგების, საშუალოდ, 14%-იან ზრდაში, რომელიც მიიღწევა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტებით. როგორიცაა: მომხმარებელთა ჩართულობა (SMS/ელ.ფოსტა), ბიზნეს ანალიტიკური პანელი, გაყიდვების/მარკეტინგის მართვა და ა.შ. ამასთან პროგრამული უზრუნველყოფა ამცირებს ბიზნესის ხარჯების/საოპერაციო დანაკრგებს, რომელიც მიიღწევა აბონიმენტების სრული მონიტორინგისა და საწყობის დანაკარგების თავიდან აცილებით.
ვინაიდან, ბაზარზე კომპანიების მოთხოვნები განსხვავებულია, ჩვენ მათ სხვადსხვა სერვის პაკეტეს ვთავაზობთ. ჩვენი ბიზნესმოდელი ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს ეფუძნება, რომლის ღირებულება 180 ლარიდან იწყება და საშუალოდ 450 ლარამდე მერყეობს. ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა მარკეტფელისი fertimo.com, სადაც საბოლოო მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ არსებული ფიტნეს/ველნეს კომპანიების სერვისები, პროდუქტები, გააკონტროლონ აქტივობის ისტორია, დაგეგმონ ვიზიტები, ჩაეწერონ პირად კონსლულტაციებზე ფსიქოლოგებთან/ქოუჩებთან და ა.შ.”-აღნიშნავს ნათია ჯულუხაძე.

სტარტაპი ერთი ფანჯრის პრინციპით სრულიად აკავშირებს ერთმანეთს არსებული მომსახურების ყველა რგოლს: ბიზნესს, მარკეტფლეისსა და საბოლოო მომხმარებელს. დღეისათვის Fertimo-ს სისტემაში 52 500 უნიკალური მომხამრებელია დარეგისტრირებული და 1.4 მლნ ვიზიტია განხორციელებული. ასევე, კომპანია საქარველოში ქმნის და აწარმოებს დაშვების სისტემის მოწყობილობებს, რომლითაც მარტივდება სივრცის ზონების მართვა და სხვადასხვა ლოგიკით ნებისმიერი მომსახურების დანერგვა.

“სტარტაპის საინვესტიციო ღირებულება უკვე რამდნეიმე მილიონი დოლარია, ამ ეტაპზეც ინვესტორებთან აქატიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტარტაპმა საქართველოს ბაზარი თითქმის სრულად აითვისა და დადგა საჭიროება არსებული სიახლე გავიტანოთ გლობალურ მასშტაბებზე. პირველ სამიზნედ მოვიაზრებთ აღმოსავლთ ევროპას, კერძოდ, პოლონეთსა და ჩეხეთს, სადაც უკვე დავიწყეთ ბაზრის მოკვლევა და პირველი კომუნიკაციის დამყარება არსებულ კომპანიებთან. ასევე, საინტერესო ბაზარს წარმოადგენს სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზრია, რომელებიც უკვე ნელი ნაბიჯებით იწყებენ მომწიფებას ჯანსაღი ცხოვრების სტილის დასანერგად.  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 წელს Fertimo საქართველოს ფარგლებს გარეთ აქტიურად იქნება წარმოდგენილი.”- აცხადებს სტარტაპის კომერციული დირექტორი

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სისტემა გამართულად მუშაობს და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტის განვითარებაზე ზრუნვა.

წლის ბოლოსკენ  Fertimo მობაილ აპლიკაციასაც წარადგენს, რომლის საშაულებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნახოს თავისი აქტივობების სრული ისტორია: შეძენილი მომსახურებები, არსებული ტრანზაქციები, განახორციელი ვიზიტები და ა.შ. აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აპლიკაციიდანვე დაფიქსირდეს ობირქტზე შესვლა-გასვლები და  მომსახურებების ონლაინ რეჟიმში შეძენა.

 

წყარო : ბიზნეს პარტნიორი

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!