ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკაუცხოური ბიზნეს სიახლეები

KFC-ის მფლობელი კომპანია რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზარს ტოვებს

0
გაზიარება

სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ჰოდინგი Yum! Brands-ი, რომელიც KFC-ს, Pizza Hut-სა და Taco Bell-ს ფლობს, რუსეთის ფედერაციის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს.

Yum-ის განცხადებით, ქსელური რესტორნები და ფიზიკური აქტივები რუსულ კომპანია Smart Service Ltd-ზე გაიყიდება, რომელიც ამჟამად KFC-ის ფრენშაიზის ოპერატორია.

აღსანიშნავია, რომ გარიგების ზუსტი მოცულობა და დეტალები ჯერ გასაჯაროებული არ არის, ტრანზაქციის ოფიციალურად დასასრულებლად კი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან თანხმობის მიღებაა აუცილებელი. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, Yum-ი რუსეთში ოპერირებას საბოლოოდ შეწყვეტს.

საერთო ჯამში, Yum-ის ბრენდების სახელით რუსეთის მასშტაბით 1,000-მდე რესტორანი ოპერირებდა, კომპანიის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ კი, კონტრაქტორებს რებრენდინგი და KFC-ის, Pizza Hut-ისა თუ Taco Bell-ის სახელების შეცვლა მოუწევთ, ისევე როგორც ეს McDonald’s-ის შემთხვევაში მოხდა.

კომპანია Smart Service-ის უკან რუსი მეწარმეები, კონსტანტინ კოტოვი და ანდრეი ოსკოლკოვი დგანან, რომლებიც წლების განმავლობაში KFC-ის ფრენშაიზის ოპერატორების იყვნენ.

ცნობისთვის, Yum-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 31 მილიარდ დოლარს შეადგენს, ზემოხსენებული სიახლე კი კომპანიის ინვესტორებმა შედარებით ნეგატიურად მიიღეს – საფონდო ბირჟაზე Yum-ის აქციების ღირებულება თითქმის 2%-ით დაეცა.

მსგავსი სიახლეები

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!