დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეები

რა ღირს მობილური ინტერნეტი საქართველოსა და ევროკავშირში?

0
გაზიარება

საქართველოში კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ფასი 77 თეთრს შეადგენს (2021 წლის ფასი). საინტერესოა, როგორია ფასები ევროპაში. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო სექტორის შესახებ ანგარიში, რომელშიც 27 წევრ ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ფასები არის ასახული. ანგარიშში ევროკავშირში 1 გიგაბაიტის ფასის მიხედვით, ქვეყნები 4 კლასტერში არიან დაჯგუფებული, სადაც ფასები უშუალოდ 1 გიგაბაიტის ინტერნეტ პაკეტის შეძენაზე 3.22 ევროდან იწყება და 14.69 ევრომდე მერყეობს.

ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტი ყველაზე ხელმისაწვდომი რუმინეთში, სლოვენიაში, შვედეთში, ესპანეთში, პოლონეთსა და ესტონეთშია.

შედარებით ხელმისაწვდომი ფასი (საშუალოდ 4.69 ევრო) 1 გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში – ნიდერლანდებში, გერმანიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იტალიაში, ბულგარეთში, ფინეთსა და სლოვაკეთში.

შედარებით ძვირად ღირებული ჯგუფი (საშუალოდ 8.88 ევრო) 1 გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში – ბელგიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში და ხორვატიაში.

ძვირად ღირებული ჯგუფი (საშუალოდ 14.69 ევრო) 1გბ ინტერნეტი ღირს შემდეგ ქვეყნებში ლატვიაში, დანიაში, უნგრეთში, მალტაში, კვიპროსსა და ჩეხეთში.

1GB ინტერნეტის პაკეტის ფასები ევროკავშირში:

ხელმისაწვდომი ჯგუფი – 3.22 ევრო;
შედარებით ხელმისაწვდომი ჯგუფი – 4.69 ევრო;
შედარებით ძვირადღირებული ჯგუფი – 8.88 ევრო;
ძვირადღირებული ჯგუფი – 14.69 ევრო

აღნიშნულ სტატისტიკაში საუბარია უშუალოდ 1 გიგაბაიტი ინტერნეტის პაკეტის შეძენაზე და არა ისეთ პაკეტზე, რომელიც მრავალ გიგაბაიტს მოიცავს. შედარებისთვის 20 გიგაბაიტის და პლიუს 100 ზარის ფასი ყველაზე ხელმისაწვდომ ჯგუფში საშუალოდ 1 ევროა, ხოლო ყველაზე ძვირ ჯგუფში 45.95 ევრო.

 

წყარო : BM.ge

მსგავსი სიახლეები

საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 694 600-მდე შემცირდა

2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია -  სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023…

ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა

2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული…

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა

საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი…

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარ-მარტში 31.3%-ით შემცირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, იმპორტირებულ საქონელში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 443.8 მლნ აშშ დოლარით 197 მლნ-ით აღემატება, მეორე სასაქონლე ჯგუფს,…

10 წელიწადში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერა

2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, -  ფინანსთა სამინისტრო სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!