ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

სესხების ლარიზაციამ 55%-ს მიაღწია

0
გაზიარება

საბანკო სექტორში არსებული კრედიტების ლარიზაციის წილი იზრდება – ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში სესხების ლარიზაციამ 54.68%-ს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს ლარიზაციის მაქსიმალურ სტატისტიკას წარმოადგენს.

ქართულ ბანკებს გაცემული აქვთ 23.5 მილიარდი ლარის მოცულობის ეროვნული ვალუტის კრედიტი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 19.5 მილიარდი ლარია.

“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.07 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.10 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.51%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.19%-ით მეტი).

2022 წლის სექტემბრის განმავლობაში 0.07%-ით, ანუ 16.64 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 22.97 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.68 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.24 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით),”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!