“ბაზისბანკის”, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული ინვესტიციით და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში კიდევ ერთი ახალი, 16 ნომრიანი სასტუმრო – “სანსეტ ტერასა” აშენდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მილიონი ლარია, ხოლო “ბაზისბანკის” მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა.
სასტუმრო, კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებას და მესტიის რეგიონის გაცნობით ტურებს სთავაზობს დამსვენებლებს. სასტუმროდან ულამაზესი ხედები იშლება თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე. სანსეტ ტერასა გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.