საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 42,439 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 36,404 მლნ აშშ დოლარის.
2,5-ჯერ გაიზარდა უნგრეთში ექსპორტი და ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 2,432 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში – 949.1 ათასი აშშ დოლარის, ხოლო იმპორტი, წელს 9 თვეში უნგრეთიდან 40,006 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 35,455 მლნ აშშ დოლარის.
გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ აღნიშნულ ქვეყანაში.
იმპორტირებული პროდუქტი:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 20,757 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები – 2,015 მლნ აშშ დოლარი
- მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისგან, სხვა – 1,475 მლნ აშშ დოლარი
- საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისთვის – 1,440 მლნ აშშ დოლარი
- აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისთვის – 1,007 მლნ აშშ დოლარი
- შინაური ფრინველი ცოცხალი – 879.1 ათასი აშშ დოლარი
- ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული – 724.4 ათასი აშშ დოლარი
- ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები – 720.4 ათასი აშშ დოლარი
- სამაგრი არმატურა, ფურნიტურა და ანალოგიური ნაწარმი არაძვირფასი ლითონებსაგან – 698.3 ათასი აშშ დოლარი
- ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები – 597.6 ათასი აშშ დოლარი
ექსპორტირებული პროდუქტი:
- ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა – 1,107 მლნ აშშ დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით – 541.2 ათასი აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 179.2 ათასი აშშ დოლარი
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 146.1 ათასი აშშ დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 63.9 ათასი აშშ დოლარი
- მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები – 62.3 ათასი აშშ დოლარი
- ნაწარმი ხის, სხვა – 56.1 ათასი აშშ დოლარი
- ნაწარმი სხვა შავი ლითონების – 55.5 ათასი აშშ დოლარი
- საფრენი აპარატების ნაწილები – 55.2 ათასი აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები – 32 ათასი აშშ დოლარი