მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის მსახიობები ფილმებში ყოველთვის მაღალ ჰონორარს იღებენ, იყო დრო, როცა მათ ძალიან ცოტას უხდიდნენ.
ჰოლივუდში ხშირია ის შემთხვევები, როცა ვარსკვლავებს შემოსავალი ძალიან დაბალი ჰქონდათ.
წარმოგიდგენთ ყველაზე “ნაკლებანაზღაურებად” მსახიობებს:
- ჯიმ ქერი
ყველასათვის საყვარელი კანადელი მსახიობი ჯიმ ქერი! მაყურებელს ყოველთვის ჰქონდა წარმოდგენა, თითქოს ის ფილმებში ყოველთვის მაღალ ჰონორარს იღებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფილმიდან „ყოველთვის თქვი დიახ” მას კონტრაქტის მიხედვით, ერთი ცენტიც არ ეკუთვნოდა.
- ბრედ პიტი
იყო დრო, როცა სუპერვარსკვლავი კინომოყვარულებს მხოლოდ „მისტერ და მისის სმიტებიდან“ ეცნობოდათ. ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ფილმიდან „თელმა და ლუიზა“ პიტმა როლში მხოლოდ 6000 დოლარი აიღო და მაყურებელს თავი ვერ დაამახსოვრა.
- ტომ კრუზი
თითქოს წარმოუდგენელია, რომ შოუბიზნესში დიდი ხნის მყოფი ტომ კრუზი ოდესმე დაბალშემოსავლიანი ვარსკვლავი იქნებოდა, თუმცა „მაგნოლიაში“ მას მხოლოდ 100 000 დოლარი გადაუხადეს. ერთი შეხედვით, სათქმელად სასაცილოა, რომ ამ ოდენობის თანხა მცირეა, თუმცა კრუზისთვის ეს არაფერს წარმოადგენდა და სამარცხვინოც კი იყო.
- ჯენიფერ ლოურენსი
ფილმში „American Hustle”, ვარსკვლავის ხელფასი ფილმის მთლიანი შემოსავლის ხუთ პროცენტზე იყო გაყინული. ლოურენსი ასევე გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგან, მამაკაც მსახიობებს მხოლოდ 9%-იანი შემცირება ჰქონდათ.
- რობერტ პატინსონი
„თვაილაითი“ იყო ის ფილმი, რომელმაც პატინსონი თინეიჯერ გოგოებს შეაყვარა და გააცნო, თუმცა მისი კომპენსაცია მხოლოდ 2 მილიონი დოლარი იყო, როცა ფილმის ბიუჯეტი გაცილებით მეტს წარმოადგენდა.