საინტერესო სიახლეებისიახლეები

ლეგენდარული ადამიანები, რომელთა სახელები მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გახდა – Ferrari, Gucci, Ralph Lauren, Charles Lewis Tiffany, Christian Dior, Coco Chanel …

0
გაზიარება

მსოფლიოში ცნობილი ბრენდები Disney, Chanel, Ferrari, Gucci და Adidas მეწარმეების ისტორია ბევრმა არ იცის, რომ ბიზნესს თავიანთი სახელი დაარქვეს. მათ ეპოქა შექმნეს და მსოფლიოს საკუთარი სახელები ასეული წლების განმავლობაში დაამახსოვრეს.

  1. Charles Lewis Tiffany (ჩარლზ ლუის ტიფანი)

დღეს Tiffany and Co-ს სამკაულები და ძვირფასი ლითონები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. ჩარლზ ლუის ტიფანი კონექტიკუტში 1812 წელს დაიბადა. 1837 წელს ტიფანიმ მამისგან 1000 დოლარი ისესხა და ეს თანხა ნიუ იორკში პატარა საკანცელარიო მაღაზიის გასახსნელად გამოიყენა.

მოგვიანებით მაღაზია თხელი მინის და ფაიფურის ჭურჭელს ყიდდა. საბოლოოდ კი საკუთარი სამკაულების წარმოება დაიწყო. კომპანიამ მალევე მოიპოვა რეპუტაცია და პარიზსა და ლონდონში ფილიალები გახსნა.

1853 წელს ტიფანიმ სრული კონტროლი აიღო კომპანიაზე. მისი გარდაცვალების დროს, 1902 წელს, კომპანია 2 მილიონი დოლარის ღირებულების იყო და ცნობილი იყო, როგორც ყველაზე ცნობილი საიუველირო კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში. 2020 წელს Tiffany and Co-ს ბრენდი 4,97 მილიარდ დოლარად შეფასდა.

  1. Thomas Lipton (თომას ლიპტონი)

Lipton Tea დღეს ცნობადი ბრენდის სახელია. ბრენდის დამფუძნებელი სერ თომას ლიპტონი 1850 წელს გლაზგოში დაიბადა. თავგადასავლების მოყვარულმა თომასმა 20 წლის შემდეგ, გლაზგოში პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა. მალე ბიზნესი ისეთი წარმატებული გამოდგა, რომ მთელ ბრიტანეთში მაღაზიების ქსელი გაიხსნა. ამ წამოწყებამ 40 წლის ასაკში ლიპტონი მილიონერად აქცია.მისი სასურსათო მაღაზიების წარმატების შემდეგ, ლიპტონმა ჩაის იმპერია ააგო. 1800-იან წლებში ჩაი ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდარი ოჯახებისთვის იყო. ლიპტონმა შრი-ლანკის ტერიტორიაზე საკუთარი პლანტაციების შეძენით ჩაის ფასი შეამცირა, რამაც მას დიდძალი მოგება მოუტანა.  დღეს Lipton Tea-ს ეკუთვნის გლობალური კონგლომერატი Unilever-ს.

  1. Coco Chanel (კოკო შანელი)

კოკო შანელის ბრენდი ცნობილია თავისი დიზაინით, როგორიცაა შანელის კოსტუმი, სუნამო Chanel No5 და სხვა ბრენდული აქსესუარითა თუ სამოსით. თუმცა, თავად Chanel-ის დამფუძნებლის ისტორია ნამდვილ ზღაპარს გავს.

გაბრიელ კოკო” ბონერ შანელი 1883 წელს დასავლეთ საფრანგეთში დაიბადა. მისი ცხოვრების პირველი წლები შორს იყო იმ გლამურული ცხოვრებისგან, რომელიც მან მოგვიანებით შექმნა. როდესაც ის 11 წლის იყო, დედა გარდაეცვალა, ამიტომ მამამ ის ბავშვთა სახლს მიაბარა. ის კათოლიკე მონაზვნებმა აღზარდეს, რომლებმაც კერვა და ქსოვა ასწავლეს. მაშინ ახალგაზრდა შანელმა ეს არ იცოდა, თუმცა სწორედ კერვა და ქსოვა აღმოჩნდა მისი დიდებული მომავლის გასაღები.

თავშესაფრის დატოვების შემდეგ შანელი კაბარეში მკერავად მუშაობდა, მას კოკოს ეძახდნენ. 20 წლის ასაკში შანელმა მდიდარ სოციალთან, ეტიენ ბალსანთან რომანი გააბა, რომელიც მას თავისი პირველი მოდის საწარმოს, ქუდების მაღაზიის გახსნაში დაეხმარა. მისმა დიზაინმა მდიდარი და მაღალი კლასის ქალების ყურადღება მიიპყრო, რამაც ბიზნესი წამოიწია.

მოგვიანებით უკვე ცნობილმა კოკომ დევილსა და ბიარიცში კიდევ ორი ​​მაღაზია გახსნა. 1971 წელს მისი გარდაცვალების შემდეგაც კი, შანელის მოდის სახლი დომინირებას განაგრძობდა. დღეს ბრენდი 7 მილიარდი დოლარი ღირს.

  1. Guccio Gucci (გუჩიო გუჩი)

დღეს გუჩის სახლი 1970-იან წლებში პატრიცია რეჯიანისა და მაურიციო გუჩის ჩახლართულ ცხოვრებას იკვლევს. მაგრამ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? მაურიციოს ბაბუა, გუჩიო გუჩი, 1881 წელს ფლორენციაში დაიბადა. ცოტა რამ არის ცნობილი მისი ადრეული ცხოვრების შესახებ. 1899 წელს იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც 20 წელზე მეტხანს დარჩა, სანამ იტალიაში ახალი ბიზნესით დაბრუნდებოდა.

1921 წელს მან გახსნა თავისი პირველი მაღაზია ფლორენციაში, პატარა მაღაზია, რომელიც იმპორტირებულ ბარგს ყიდდა. როდესაც 1930-იან წლებში იტალიურმა სავაჭრო ემბარგომ გუჩისთვის ტყავის მოპოვება გაართულა, ის მრავალფეროვან მაღაზიად გადაიზარდა და ქსოვილების ნაწარიც დაემატა.

დამფუძნებლის გარდაცვალების დროისთვის, 1953 წელს, გუჩის სახლს ჰქონდა მაღაზიები მთელ იტალიაში და ახლად გახსნილი მაღაზია ნიუ-იორკში. გუჩის ვაჟებმა სწრაფად გააფართოვეს ოჯახური მოდის იმპერია, 1960-იან წლებში მაღაზიები ლონდონსა და პარიზში გახსნეს. დღეს Gucci არის 15,6 მილიარდი დოლარიანი ბიზნესი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია.

  1. Enzo Ferrari (ენცო ფერარი)

ენცო ანსელმო ფერარი იტალიაში, მოდენაში 1898 წელს დაიბადა. ფერარის ავტორბოლა 10 წლის ასაკში შეუყვარდა, როდესაც მამამ ბოლონიის რბოლაზე წაიყვანა. 1919 წელს, ჯარში სამსახურის შემდეგ, ფერარი გადავიდა მილანში, რათა Costruzioni Meccaniche Nazionali-ში პილოტად ემუშავა. მისი დებიუტი მრბოლელად იმავე წელს შედგა. Ferrari Alfa Romeo-ს სარბოლო გუნდს შეუერთდა და ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმატებული კარიერა ჰქონდა.

მოგვიანებით ფერარიმ საკუთარი სარბოლო მანქანების შესაქმნელად Auto Avio Costruzioni გახსნა. 1947 წელს მან პირველი ოფიციალური Ferrari 125 S აიღო სატესტო დრაივზე. იმავე წელს მანქანამ რომის გრან პრიზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. 1950-იანი წლების დასაწყისში Ferrari-მ დაიწყო მაღალი ხარისხის საგზაო მანქანების წარმოება. ამ ძვირად ღირებული მანქანების შესაძენად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები დღემდე რიგზე დგანან. Ferrari დღეს მე-10 უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელია მსოფლიოში.

  1. Christian Dior (კრისტიან დიორი)

კრისტიან დიორი 1905 წელს საფრანგეთის ნორმანდიის პატარა ზღვისპირა ქალაქში დაიბადა. დიორი დაიბადა მდიდარ ოჯახში, ყველას ეგონა, რომ დიპლომატი გახდებოდა. თუმცა, დიორმა სულ სხვა გზა არჩია.

1928 წელს მან სკოლა მიატოვა და მამისგან ფული მიიღო, რომლითაც პატარა სამხატვრო გალერეა გახსნა. მოგვიანებით მისი გალერეა დიდი დეპრესიის გამო დაიხურა. მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურში გაწვევამდე დიორი რამდენიმე მოდის სახლის დიზაინერად მუშაობდა.

1942 წელს, ჯარში სამსახურის შემდეგ, დიორმა დააარსა საკუთარი მოდის სახლი. განთქმული თავისი მკვეთრად მოჭრილი კიდეებით, მისმა “New Look” დიზაინმა დაიწყო Dior-ის, როგორც 1950-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერის კარიერა.1957 წელს გულის შეტევით მისი უდროო და მოულოდნელი გარდაცვალების მიუხედავად, Dior-ის მოდის სახლმა გლობალურ წარმატებას მაინც მიაღწია. დღეს Dior-ის ღირებულებაა 146,7 მილიარდი დოლარი.

  1. Estée Lauder (ესტე ლაუდერი)

ესტე ლაუდერი 1906 ან 1908 წელს დაიბადა. იგი ნიუ-იორკში, ებრაულ-უნგრელი ემიგრანტების ოჯახში როგორც ჟოზეფინა ესთერ მენცერი გაიზარდა.

კანის მოვლისადმი დიდი ინტერესი ჯერ კიდევ თინეიჯერობისას გამოხატა, როდესაც ბიძა ოჯახის სამზარეულოში კრემებსა და ლოსიონებს ამზადებდა. სწორედ მისგან ისწავლა ლაუდერმა ამ წამლების დამზადება და კანზე წასმა. 1920-იანი წლების ბოლოს ლაუდერი დაქორწინდა ბიზნესმენ ჯოზეფ ლაუდერზე. წყვილი საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა და ლაუდერმა თავისი პროდუქციის გაყიდვა სილამაზის სალონებში დაიწყო. 1946 წელს ესტემ და მისმა მეუღლემ ერთობლივი ბიზნესი წამოიწყეს და ოფიციალურად გახსნეს კომპანია Estée Lauder.

ლაუდერი იყო მეწარმე ყველა გაგებით, რომელიც განუყოფელ როლს თამაშობდა მისი პროდუქციის მარკეტინგში და ზედამხედველობას უწევდა თანამშრომლების ტრენინგს. მისმა შრომამ და კომპანიისადმი ერთგულებამ შედეგი გამოიღო. დღეისათვის პროდუქცია 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, რაც წლიურ შემოსავალს 14,2 მილიარდ დოლარს ქმნის.

  1. Ralph Lauren (რალფ ლორანი)

რალფ ლორენი ბრონქსში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში 1939 წელს დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ლორენი ნიუ-იორკის ქალაქის უნივერსიტეტში ბიზნესს სწავლობდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ მიატოვა და აშშ-ს არმიას შეუერთდა. ჯარში სამსახურის შემდეგ, ლორენი Brooks Brothers-ში ჰალსტუხების გამყიდველად მუშაობდა. როდესაც 28 წლის იყო მან მუშაობა ჰალსტუხების მწარმოებელ ბო ბრუმელთან დაიწყო და დაარწმუნა მისი ხელმძღვანელი რომ საკუთარი ხაზი გაეკეთებინა. Ralph Lauren Corporation 1967 წელს დაარსდა.

1968 წელს ლორენმა გამოუშვა მამაკაცის ტანსაცმლის სრული ხაზი. 70-იანი წლებისთვის ის ქალის ტანსაცმლის შექმნით იყო დაკავებული. მისმა დახვეწილმა დიზაინებმა მიიპყრო ჰოლივუდის ყურადღება და 1974 წელს მან The Great Gatsby-ის მსახიობებსაც კი ჩააცვა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!