კვებაპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

Art House Tbilisi – ლაუნჯ-რესტორანი ხელოვნების თანხლებით

0
გაზიარება

არტ-ჰაუს – 2017 წლიდან კვების ობიექტს წარმოადგენს სარესტორნო მიმართულებით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დედაქალაქის სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში. რიყის პარკის მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებისთვის Art House Tbilisi ერთ-ერთი პირველი მასპინძელია.

სოციალური მიმართულებით, არტ-ჰაუს თბილისი საუკეთესო მაგალითია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის, რაც მის ყოველდღიურ საქმიანობაში კარგად არის ასახული.

ლაუნჯ-რესტორან არტ-ჰაუს თბილისში შესაძლებელია ნებისმიერი ხასიათის სადღესასწაულო წვეულების დაგეგმვა: დაბადების დღე, ქორწილი, ხელის თხოვნა, კორპორატიული წვეულება და ა.შ.

 

 

სარესტორნო მიმართულებით მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ არტჰაუს თბილისი ამ კონკურენციის ნაწილია. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენ გამორჩეული ადგილი და ნიშა გვიჭირავს. ჩვენ ვართ ის იშვიათი კვების ობიექტი, რომელიც თანაბრად აერთიანებს; სარესტორნო კონცეფციას, სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციას და კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტს, ხოლო  უმნიშვნელოვანესი ნიშა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი პროდუქტის და სერვისის უმაღლეს ხარისხში უზრუნველყოფას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ არტჰაუს თბილისს ეს ნიშაც თავმოყვარედ უჭირავს. როგორც ჩვენი ბრენდის სახელწოდებაშია ასახული (არტჰაუს თბილისი / Art House Tbilisi) აქ ყველაფერი ხელოვნებას უკავშირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტერიერის, ავეჯისა და დიზაინის შერჩევაც მოხდა იმ დეტალების გათვალისწინებით რომ, ჩვენთან მოსულმა თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს სახლშიხელოვნების თანხლებით“ – აცხადებს Geobusinessnews.ge- სთან საუბრის დროს Art House Tbilisi -ის მარკეტინგისა და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი გოგა ფურცელაძე.

Art House Tbilisi -ში მისულ სტუმრებს მშვიდი, წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ქართული სამზარეულოს საუკეთესო კრებული, უმაღლესი ხარისხის სასმელი პროდუქტები და გულთბილი პერსონალი დაგხვდებათ.

არტ-ჰაუსი თბილისი ამჟამად იმყოფება სისტემური რეორგანიზაციის პროცესში და ძალიან მალე მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებსა და სერვისებს შესთავაზებს, რომელსაც ანალოგი ჯერ არ ჰქონია.

 

 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!