საბურავების მწარმოებელი იაპონური კომპანია Bridgestone რუსული აქტივების გაყიდვის პროცესს იწყებს.
როგორც კომპანიამ აღნიშნა, ისინი ლოკალურ ინვესტორებს ეძებენ. გასვლისა და შეთანხმების სურვილი უკვე გამოთქმულია, თუმცა, პროცესის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება.
რუსეთში ახალ პროექტებში ინვესტირების შეჩერების შესახებ Bridgestone-მა ჯერ კიდევ მარტში გამოაცხადა, მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა დასახელდა.