საინტერესო სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები – Bloomberg-ის შვიდეული

0
გაზიარება

Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები დაასახელა, რომელთა შორის არიან Walmart-ის, Mars-ის, Koch Industries-ისა და Hermes-ის მფლობელები. ერთი წლის განმავლობაში, უმდიდრესი ოჯახების ერთობლივი ქონება 143 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ოთხი წელია პირველ ადგილს უოლტონების ოჯახი იკავებს, რომელსაც უმსხვილესი მაღაზიათა ქსელი Walmart ეკუთვნის. ამჟამად მათი მდგომარეობა 224,5 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში 13,7 მილიარდით შემცირდა.

ყველაზე მდიდარი ოჯახების შვიდეული:

  1. მარსების ოჯახი, Mars-ის საკონდიტრო ნაწარმის მფლობელები – 160 მლრდ დოლარი (+18 მლრდ წელიწადში);
  2. კოხების ოჯახი, ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues-ის მფლობელები – 124,4 მლრდ (+4,4 მლრდ წელიწადში);
  3. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი – 105 მლრდ (+5 მლრდ წელიწადში);
  4. ერმეს ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის მფლობელები – 94,6 მლრდ დოლარი (-17 მლრდ წელიწადში);
  5. ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობის წარმოებისა და გადამამუშავებელი ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელები – 84,6 მლრდ დოლარი (-9,1 მლრდ წელიწადში);
  6. Wertheimer ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის მფლობელები – 79 მლრდ დოლარი (+17,2 მლრდ წელიწადში);
  7. Cargill ოჯახი, Cargill სასოფლო-სამეურნეო კომპანიის მფლობელები, 65,2 მლრდ დოლარი;

საერთო ჯამში, რეიტინგში 25 ოჯახი მოხვდა. მათ შორისაა ალბრეხტის ოჯახი, რომელიც ფლობს გერმანულ მაღაზიათა ქსელს Aldi (41,4 მლრდ დოლარი), კოქსის ოჯახი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Cox Enterprises (28,3 მლრდ დოლარი), მისტრების ოჯახი – ინდური სამშენებლო კომპანია Hapoorji-ის დამფუძნებლები და ა.შ.

Bloomberg- ის ცნობით, მსოფლიოში უმდიდრესი 25 ოჯახის ქონება ჯამში 1,5 ტრილიონ დოლარს უდრის, რაც 143 მილიარდი დოლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ ზოგიერთი სუპერ მდიდარი ოჯახის მონაცემები, როგორიცაა მაგალითად როკფელერების ქონება, მხედველობაში არ მიიღება, რადგან მათი აქტივების გაკონტროლება, საკმაოდ რთულია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!