ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული მხარდაჭერითა და EBRD-ის მწვანე დაფინანსების პროექტის ფარგლებში, გუდაურში, საინვესტიციო პროექტის Gudauri Hills-ის მშენებლობა დაფინანსდა. პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მხრიდან კი 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია გამოიყო.
ბაზისბანკის მიერ, პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინვესტიცია განხორციელდა. კომპლექსი სრულად აღიჭურვა ენერგო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა გარემოზე მავნე ზეგავლენა და გააუმჯობესა ენერგო ეფექტური მაჩვენებლის კოეფიციენტი.
Gudauri Hills Residence წარმოადგენს 6 სართულიან, 62 აპარტამენტიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს რესტორნით, თხილამურების შესანახი სივრცითა და გარე ავტოსადგომით. Gudauri Hills Apart Hotel სასტუმროს ტიპის, მყუდრო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 სართულიანი, 29 ნომრიანი აპარტ ოტელია.
კომპლექსს ექსკლუზიური ადგილმდებარეობა გააჩნია და განთავსებულია პირველი სათხილამურო ტრასიდან რამდენიმე მეტრში, Ski-in/Ski-out კონცეფციით პირველ საბაგიროსთან. Gudauri Hills ზღვის დონიდან 2070 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც კავკასიონის ქედზე ულამაზესი ხედი იშლება.