270 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც თანამედროვე, კუთხურ-ხაზოვანი არქიტექტურითა და სრულად მოპირკეთებული ეზოთია გარშემორტყმული
სახლის საერთო ფართი შეადგენ 225 მ2-ს, დაგეგმილია ერგონომიულობის მაქსიმალური გათვალისწინებით. I სართული: სტუდიოს ტიპის მისაღები, ტექ.ოთახი, სველი წერტილი, ეზოში გასასვლელი ვერანდა. II სართული: 3 საძინებელი და სველი წერტილები: მათ შორის ერთი საძინებელი ე.წ. “MASTER BEDROOM” და მეორე საძინებელი დამატებით საგარდერობო ოთახით.
სახლი დიღომი 1-ის დასახლებაში, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას მდებარეობს. ცენტრალური გზიდან 3 წუთის სავალზე. აღმაშენებლის ხეივნიდან გზა შედის როგორც “ტოიოტას” ასევე “საქალაქო სასამართლოს” მხრიდან.
მოწყობილია 2 მანქანაზე გათვლილი (40 მ2) პარკინგი დისტანციური მართვის 6 მეტრიანი კარით, რაც საშუალებას იძლევა ორივე მანქანა ერთდროულად განთავსდეს.
სახლი აგებულია კონსტრუქციული ნახაზის სრული შესაბამისობით წერტილოვანი ტიპის საძირკველზე, ჯეოსტილის არმატურით და ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას ბეტონით. კარ-ფანჯარა დამზადებულია იზოთერმული ალუმინის პროფილით (შავი შავში) კომპანია ALUTECH-ის მიერ.
სახლი ვიზუალურად სრულად კეთილმოწყობილია, დასხმულია მოჭიმული იატაკი, შიდა ტიხრები გალესილი პერლიტით,ხოლო გარე ფასადი არმარენოთი დეკორატიულად დამუშვებულია. ვერანდა და საფეხურები მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით. დაგებულია მრავალწლიანი რულონური გაზონი, დამონტაჟებულია გაზონის ავტომატური სარწყავი სისტემა. ყველა კომუნიკაცია შეყვანილი და აბონირებულია.