თურქი მწარმოებლები პომიდორზე მოთხოვნის ზრდას ევროპაში გაძვირებული ენერგორესურსების გამო ელიან, რომლის გამოც ევროპის სათბურებში მათი მოყვანა შენელდა, ზოგან კი სულ შეჩერდა.
„ჩვენი პომიდორი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში, ასევე ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადის. უკრაინაში ომმა ენერგომომარაგების შემცირება გამოიწვია, შედეგად ევროპაში ენერგიის ფასი გაიზარდა. ამან სათბურის წარმოებაზე ნეგატიურად იმოქმედა. შესაბამისად, იმპორტირებულ პომიდორზე დიდ მოთხოვნას ვპროგნოზირებთ. თურქეთი შესაძლოა, პომიდვრის შესაძენად ერთ-ერთი ხელსაყრელი ქვეყანა გახდეს“, – აცხადებს კომპანია Compass Fruit-ის ექსპორტის დირექტორი, სიბელ კარაკაი
თურქეთის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და აგრარული პოლიტიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანამ 185 მილიონი ტონა პომიდორი აწარმოა. თურქეთი პომიდვრის ექსპორტიორი სიდიდით მეხუთე ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო პომიდვრის ექსპორტის 7-8% უკავია.