Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ სამსახურიდან 11 000 თანამშრომელი გაათავისუფლა.
„დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ცვლილება, რომელიც Meta-ს არსებობის ისტორიაში განვახორციელეთ. გადავწყვიტე, შევამცირო ჩვენი გუნდის წევრთა რაოდენობა 13%-ით და 11 000-ზე მეტი ნიჭიერი თანამშრომელი გავათავისუფლო სამსახურიდან“, – წერს ცუკერბერგი Meta-ს პერსონალისადმი გაგზავნილ წერილში.
ცუკერბერგმა ამ გადაწყვეტილებას რთული უწოდა და ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისივე თქმით, Meta ყველა ასეთი თანამშრომელს 16 კვირის ანაზღაურებას გადაუხდის, ასევე დაფარავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს 6 თვის განმავლობაში და სხვა სამსახურის მოძებნაში დაეხმარება.