ბიზნესიდღის სიახლეები

2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 16,3 მილიონი ლარი იყო

0
გაზიარება

2022 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,7 მილიონი ლარით, 9.3%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება სავარაუდოდ აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა. 2021 წლის მესამე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 3.7 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 70.8% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 17% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 15 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 69.3% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 17.3% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.8%-ით არის გაზრდილი.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“  ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით შემცირდა და 4.9 მილიონი ლარი შეადგინა. „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 2.1 მილიონი ლარი იყო. „მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი2) სარეკლამო შემოსავალმა 1.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 1.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო „პოსტვ“-მ, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა. 0.2 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.1 მილიონი ლარი შეადგინა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 0.9 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის მესამე კვარტალში 0.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო „ბი ემ ჯი-მ“. უცვლელი დარჩა „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემოსავალი, რომელმაც 0.5 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალიც 0.4 მილიონი ლარი იყო. 0.7 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი “სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მესამე კვარტალში 0.3 მილიონი ლარით შემცირდა და 1.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.4% პირდაპირი რეკლამა იყო. სპონსორობის წილი კი 13.3% იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.1%-ით მეტია. რადიომაუწყებლებიდან მიღებული  სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი 740 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედმა“ 126 ათასი ლარი, „რადიო პალიტრამ“ – 89 ათასი ლარი, „ქართულმა რადიომ“ კი 73 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო.  „მდ ჯგუფს“ – 71 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“ – 44 ათასი ლარის, ხოლო „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ – 28 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. კომპანია მედიასტრიმმა 26 ათასი ლარი, „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ – 22 ათასი ლარი, ძველმა ქალაქმა კი 17 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სხვა რადიომაუწყებლებს ჯამში 137 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები ჰქონდათ.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგს და განცხადებებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!